ალეგრის სერია A-ში დაბრუნების ვარიანტები აქვს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციიით, "რომას" მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელობის ვარიანტად 4 კანდიდატი ჰყავს, ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტი კი მასიმილიანო ალეგრია.

"შეშლილ მაქსთან" ერთად ჯალოროსი ვინჩენცო მონტელას, მაურიციო სარისა და ჯან პიერო გასპერინის ვარიანტებსაც განიხილავს.

საინტერესოა, რომ ალეგრის სახელს თავის ძველ კლუბ "მილანსაც" აქტიურად უკავშირებენ. დიდია ალბათობა იმისა, რომ "როსონერი" ზაფხულში მოქმედმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ დატოვოს და ალეგრიც მისი შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია.