კონტე: საშინელი თავის ტკივილი მაქვს - ვერ ვიტან, რომ მწვრთნელი ვარ

AutoSharing Option
"მილანის" 2:1 დამარცხების შემდეგ, DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა:

"ძალიან ძლიერ მეტოქესთან პირველ ტაიმში ვდომინირებდით. ანგისა ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაგრამ მაკტომინეის არყოფნის გამო გარისკვა მომიწია. ნერესსაც კარგა ხანი არ უთამაშია. თანდათან ინტენსივობის დაკარგვა გარდაუვალი იყო და გარკვეულმა ნერვიულობამ იჩინა თავი. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც "ინტერთან" სკუდეტოსთვის ბრძოლის გაგრძელების და მეხუთე ადგილთან საკმაოდ დაშორების საშუალებას მოგვცემს.  ნუ დაგავიწყდებათ, სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უპირველესი ამოცანა არ იყო - უბრალოდ ევროტურნირებზე გასვლა გვინდოდა.

რვა თვის მანძილზე მძიმე შრომის შედეგად, სიგიჟე იქნებოდა
რაღაც არაჩვეულებრივზე არ ვიფიქროთ. ვიცით, "ინტერი" ტანკივითაა, სერია A-ში ყველასთან შედარებით სხვა დონეზეა. თუმცა, ბრძოლას ვაგრძელებთ და ვნახოთ, რა მოხდება შემდგომ. თუ ყველა ჩვენი ფეხბურთელი მწყობრში ჩადგება, ჩვენი სიტყვის თქმას მოვახერხებთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ფორმაში იქნებიან.

ბოლო მომენტში გაირკვა, რომ მაკტომინეი ვერ დაგვეხმარებოდა, ამიტომ ტაქტიკა შევცვალე. თავიდან თამაშის რასპადორისთან ერთად 4-4-2 სქემით დაწყებას ვაპირებდი, სადაც მაკტომინეის მარცხნივ დავაყენებდი, რადგან ნერესის 80 წუთით თამაშის მეშინოდა. ანგისაც არ იმყოფებოდა საუკეთესო მდგომარეობაში. ეს ერთ-ერთი ის დღე გახლდათ, როდესაც ვერ ვიტან, რომ მწვრთნელი ვარ. ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამდი, რადგან საშინელი თავის ტკივილი მაქვს.

"ნაპოლიში" შესანიშნავად დავმკვიდრდი, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე ველოდი. პირველი რაც წინასასეზონო შეკრებაზე ვთქვი - პირველად ცხოვრებაში, მივიღე იმდენი, რაც სანაცვლოდ არ გამიღია და ყოველთვის გუნდის გულშემატკივრების წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ.

ვფიქრობ, ბიჭებმა მათ ნაწილობრივ უკვე გადაუხადეს ამ მხარდაჭერისთვის. უბრალოდ მინდა ყველამ იცოდეს, რასაც ვაკეთებთ, რაღაც ექსტრაორდინალურია, ჯადოსნურიც კი. ახლა დარჩენილ რვა ტურზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და მერე მომავალზე შეგვეძლება ფიქრი. აი, ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია".

მკითხველის კომენტარები / 6 /
კონტე ნამდვილად მაღალი დონის მწვრთნელია. ნამდვილად არ მოველოდი თუ ამ დროისთვის ისევ სკუდეტოსთვის ბრძოლაში იქნებოდა გუნდი. ძალიან მინდა ნაპოლიმ მოიგოს წელს სკუდეტო, რადგან ხვიჩას უნიკალური შედეგი ექნება ტოპ ლიგებში, ერთ წელს ორი ქვეყნის ჩემპიონობა.
კოტე
11:03 31-03-2025
1
მაინც მაგარი მწვრთნელია მაგარი ოხერია კონტე მარა აშკარად ეტაკა რაღაცა ხვიჩასთან ნაღდად გაჭედა მაშინ. ხვიჩა მაინც უნდა წამოსულიყო მაქედან ჯერ კიდევ მაშინ ჩემპიონთა ლიგის გარეშე რომ დატოვეს წინა სეზონი, 5ეულს მიღმა რომ ჩაძირეს ნაპოლი წესიერი მწვრთნელი რომ ვერ მოათრია იმან
midi
09:44 31-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული