რომანიმ შესაბამისი გამოცდები ჩააბარა და ახლა თავისუფლად შეუძლია იტალიის ჩემპიონატის მატჩების განსჯა.
რომანი ცნობილია მამაკაცურ ჟურნალებში ფოტოსესიებით და ის ერთ-ერთი იტალიური გამოცემის ვერსიით იტალიის 10 ყველაზე ლამაზი ქალის რეიტინგში შედის.
"მოედანზე ფეხბურთელებთან ერთად სირბილი და წესების დარღევის დაფიქსირება არის შესაძლებლობა, რომელზეც უარი არ უნდა თქვა", - განაცხადა 32 წლის ლამაზმანმა Independent-თან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში ქალს საფეხბურთო მატჩი ჯერ არ უმსაჯია.