არტურო ვიდალი ბოდიშს იხდის და ნაკრებიდან წასვლას აანონსებს

AutoSharing Option
"ბაიერნის" ვარსკვლავის, არტურო ვიდალის განცხადებით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩილეს ეროვნული ნაკრებიდან წავა.

ვიდალის ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ჩილელები ბოლივიასთან (0:1) გასვლაზე დამარცხდნენ. ამ დროისთვის ჩილეს ნაკრები მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად გააფთრებით იბრძვის.

"ჩილე, მინდა ბოდიში მოგიხადო ამ ორი წაგებისთვის! ჩვენ ყველაფერი დავდეთ მინდორზე, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ვაგრძელებთ ბრძოლას. მე დამრჩა შესარჩევი ეტაპის მატჩები და მუნდიალი. მადლობა წლების განმავლობაში ჩემ მიმართ ამხელა სიყვარულისთვის", - დაწერა ვიდალმა "ინსტაგრამზე".

ჩილემ, პირველ და
6 სექტემბერს, პარაგვაისთან და ბოლივიასთან მშრალად წააგო, რის გამოც მე-6 ადგილზე გადაინაცვლა და თუ პიცის გუნდმა მდგომარეობა ვერ გამოასწორა, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული