განრისხებული ჩილელი ფანები თვლიან, რომ ალექსის სანჩესს ფეხბურთზე უფრო მეგობარი ქალი მაიტა როდრიგესი აინტერესებს

AutoSharing Option
ჩილეს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორი მატჩი წააგო, სახლში პარაგვაისთან (0:3) და სტუმრად ბოლივიასთან (0:1), ჯგუფში მე-6 ადგილზეა, არგენტინის ეროვნულ გუნდზე უარესად აქვს საქმე და შესაძლოა, უმუნდიალოდ დარჩეს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ჩილელებმა დარჩენილ ორ ტურში შინ ეკვადორს უნდა სძლიონ და გასვლაზე ბრაზილიას.

გულშემატკივრები წარუმატებლობაში მთავარ დამნაშავედ ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელს, ალექსის სანჩესს მიიჩნევენ, რომელმაც განვლილი ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გუნდს ვერაფრით შეეწია. მათი აზრით, ალექსისს ახლა ფეხბურთზე უფრო თავისი მეგობარი ქალი, მსახიობი მაიტა როდრიგესი აინტერესებს.

ფანებმა სპეციალური გვერდი შექმნეს
"ფეისბუქზე", სადაც თავიანთ პოზიციას გამოხატავენ და 5 ოქტომბერს სანტიაგოს სტადიონთან საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ, რომელშიც მონაწილეობის სურვილი უკვე 9 000-მა ქომაგმა გამოთქვა.

ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ხოსე სულთანა ამბობს, რომ სანჩესი მაიტას გადაყვა, წონაშიც მოიმატა და სისწრაფე დაკარგა. თავად ფეხბურთელმა წარუმატებლად ასპარეზობისათვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და მდგომარეობის გამოსწორებას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის მესამე ტურში "ლივერპულთან" 0:4-ზე წაგებულ მატჩში "არსენალის" მენეჯერმა არსენ ვენგერმა ალექსისი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 62-ე წუთზე უხეიროდ ბურთაობის გამო ოლივიე ჟირუთი შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაიტა მოიტა რაია
შაკო
16:55 07-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული