შოტლანდიის ნაკრებმა ლიუბლიანაში სლოვენიასთან ფრეს (2:2) ძლივს მიაღწია და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა. ნამატჩევს სკოტების თავკაცმა გორდონ სტრჩანმა წარუმატებლობა ასე ახსნა:
"გენეტიკურად სხვა გუნდებს ჩამოვრჩებით. ესპანეთის შემდეგ ყველაზე დაბალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები გყვავს. ვიცოდით, სტანდარტულები პრობლემა იქნებოდა და მაინც სტანდარტულებიდან გავუშვით გოლები. ჩვენ ვერ შევცვლით გენეტიკას".