ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია 5:1 გაანადგურა.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან იულიან ნაგელსმანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მე-10 წუთზე ანგარიში ფლორიან ვირცმა გახსნა, 9 წუთში ჯამალ მუსიალამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

პირველი ტაიმის ბოლოს შოტლანდიელთა საჯარიმოში რაიან პორტეუსმა ილქაი გიუნდოგანი წააქცია, ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და შოტლანდია 10 კაცით დარჩა. კაი ჰავერცმა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და გოლს+ასისტი მიითვალა.

მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ ნაგელსმანის გუნდი ფლობდა და თავის გამოჩენა ცვლილებაზე შემოსულმა ნიკლას ფულკრუგმა მოახერხა.

87-ე წუთზე რუდიგერმა
ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 90+3 წუთზე კი ემრე ჯანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გერმანიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 19 ივნისს, უნგრეთის ნაკრების წინააღდეგ გამართავს.

შოტლანდია 19 ივნისს, შვეიცარიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ თამაშმა დაამტკიცა რომ გერმანია ყოველთვის ფავორიტთა შორისაა და შოტლანდიის სისუსტე..მიკვირს როგორ გავიდა ეს გუნდი ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე..დარმწუნებული ვარ მუხტით 10დან 9 თამაშს მოუგებს საქართველი..
კიეზა
21:15 15-06-2024
0
დაუკვირდით მე-2 გოლს!
ჩვენ შემთხვვეში, , 99% ეს გოლი არ გავიდოდა იმიტომ რომ პასს არ მისცემდა...
₾ადო
13:39 15-06-2024
0

სიახლეები პოპულარული