გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

შვეიცარია და გერმანია დაზავდნენ (1:1), უნგრეთმა კი 60+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას 1:0 სძლია.

ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, 5 ქულით მეორე - შვეიცარიამ, 3 ქულით მესამე - უნგრეთმა, ხოლო 1 ქულით მეოთხე - შოტლანდიამ.

ფრანკფურტი. „ფრანკფურტ არენა“
შვეიცარია - გერმანია 1:1
გოლები: 1:0 ნდოიე (28), 1:1 ფიულკრუგი (90+2)

შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“
შოტლანდია - უნგრეთი
გოლი: ჩობოტი (90+10)

. 68-ე წუთზე უნგრელთა თავდამსხმელი ვარგა მეტოქე გუნდის მეკარე განს შეეჯახა და
მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
. ნოიერმა ევროპირველობებზე მე-18 მატჩი ჩაატარა და მეკარეთა შორის რეკორდი დაამყარა.
. გერმანელთა მცველმა ტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მერვედფინალში ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
გოლის მომენტში შოტლანდიის 18 ნომერის,მორგანის მოქმედებას დააკვირდით,მეტოქის საჯარიმოდან თავის საჯარიმომდე თავმოჭრილი ქათამივით ირბინა,ცენტრში ჯარიმის აღებაც შეეძლო და საჯარიმოში ხელის შეშლაც,ვერაფერი ვერ ქნა,ეზოს ფეხბურთელი იყო ვიღაცა!
sandrex
15:19 24-06-2024
0
უნგრეთის გოლი საეჭვოდ არავის მოგეჩვენათ? ოფსაიდზე არც გადაუხედავთ. არადა, ფრე ჩვენ გვიწყობდა ხელს
იღბალო
12:40 24-06-2024
0

სიახლეები პოპულარული