რუსეთში საფეხბურთო მოედნები შესაძლოა კალიებმა გაანადგურონ

AutoSharing Option
რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გარშემო ახალი პრობლემა გაჩნდა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, პიოტრ ჩეკმარიოვის თქმით, ზაფხულში კალიების შემოსევამ საფეხბურთო მოედნებიც შეიძლება გაანადგუროს და ქვეყნის რეპუტაცია ამის გამო შეილახოს. კალიები ხშირად ანადგურებენ რუსეთში სასოფლო-სამეურნეო ნათესებს.

მინისტრის თქმით, მათ ისეთი ადგილები უყვართ, სადაც ბევრი სიმწვანეა, ამის ყველაზე დიდი საფრთხე კი მოსკოვიდან 600 კილომეტრით დაშორებულ ვოლგოგრადის რეგიონშია.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს რუსეთში ღამის გათევის პრობლემაც ჰქონდათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული