რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, პიოტრ ჩეკმარიოვის თქმით, ზაფხულში კალიების შემოსევამ საფეხბურთო მოედნებიც შეიძლება გაანადგუროს და ქვეყნის რეპუტაცია ამის გამო შეილახოს. კალიები ხშირად ანადგურებენ რუსეთში სასოფლო-სამეურნეო ნათესებს.
მინისტრის თქმით, მათ ისეთი ადგილები უყვართ, სადაც ბევრი სიმწვანეა, ამის ყველაზე დიდი საფრთხე კი მოსკოვიდან 600 კილომეტრით დაშორებულ ვოლგოგრადის რეგიონშია.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს რუსეთში ღამის გათევის პრობლემაც ჰქონდათ.