აშშ-ის ინიციატივაა, რომ დაახლოებით 80 მატჩი მათ ქვეყანაში ჩატარდეს, მათ შორის, 1/4-ფინალური ეტაპიდან მოყოლებული ყველა დაპირისპირება. დანარჩენ 10 შეხვედრას კი კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.
გამოცემისვე ინფორმაციით, ფიფას ეს ინიციატივა არ აწყობს. ამიტომ აპირებს, ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობა მაროკოს მიანიჭოს. ყველაფერი კი 2018 წლის 13 ივნისს გაირკვევა, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო 2026 წლის მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას დაასახელებს.