საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი თქვა, რომ მუნდიალს პუტინი პიარ-კამპანიისთვის იყენებს და მასში მონაწილეობა საზიზღრობაა.
ინგლისელები შეშინებულები არიან რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვით და მუნდიალზე საკუთარი სანოვაგით ჩავლენ. ისინი თან თავიანთ მზარეულებს წაიყვანენ და საჭმელ-სასმელს ყურადღებით შეამოწმებენ.
მერე მოხდა ისე, რომ პუტინმა მათ იმედები არ გაუმართლა და თავის ქვეყანას მიხედა. აი ამას და კიდევ სხვა რამეებს ვერ პატიობენ ვალოდიას!
ვცდილობ გავიგო თქვენი გაწიწმატება რუსეთის მიმართ, დაგიჯერებდი, რომ ასეთი გაწიწმატება ზოგჯერ თურქების მიმართაც გამოგეთქვა. თურქეთი რომელმაც 800 წლის განმავლობაში სისხლი გვწოვა, დაგვინგრია ყველაფერი, რისი დანგრევაც შეძლო. გვიწვავდა და გვიოხრებდა ეკლესიებს. გვიგინებდა ღირსებასა და რწმენას. დღეს ის ვინც თურქეთის მეხოტბედ გამოდის. იცოდე რომ საქართველოს დაუძინებელი მტერია, ან კიდევ ბრიყვი მოკეთეა!
სამწუხაროდ დღეს ბევრ ჩვენ ახალგაზრდას არეული აქვს აზროვნების ელფერი და გაუკუღმართებული აქვცს თეთრისა და შავის გარჩევის კრიტერიუმები!