ბრიტანელებმა პუტინი ჰიტლერს შეადარეს და მუნდიალზე თავიანთი სანოვაგით ჩავლენ

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტის საკითხი განიხილება და ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა იენ ოსტინმა განაცხადა, რომ ამ ტურნირს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისევე იყენებს, როგორც 1936 წლის ოლიმპიური თამაშები გამოიყენა ნაცისტური გერმანიის ლიდერმა ადოლფ ჰიტლერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი თქვა, რომ მუნდიალს პუტინი პიარ-კამპანიისთვის იყენებს და მასში მონაწილეობა საზიზღრობაა.

ინგლისელები შეშინებულები არიან რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვით და მუნდიალზე საკუთარი სანოვაგით ჩავლენ. ისინი თან თავიანთ მზარეულებს წაიყვანენ და საჭმელ-სასმელს ყურადღებით შეამოწმებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმიტომაც მიანიჭა არა ნიუ-იორკ თაიმსმა ჰიტლერს 1938-ში "წლის მამაკაცის" ტიტული.... ფარისევლობის პარადია,როგორც აწყობთ ისე ჭრიან და კერავენ.
?????????????????????
22 მარტი 2018 11:02
5
მე რომ მკითხოთ, საერთოდ სადაც და რაშიც რუსეთი იღებს მონაწილეობას ან არ უნდა მიაღებინონს მონაწილეობა ან თვითონ უნდა მოერიდონ, მარტო უნდა დატოვონ, ძაღლადაც კი არ უნდა ჩააგდონ, ესეთი საქციელით რუსებს საკუთარი თავი უნდა შეაზიზღონ და ბოლოსდაბოლოს ამოუვათ ყელში ბელადი პუტინი და გამოფხიზლდებიან, ალბათ... (რუსი ერი ძალიან დაჩლუნგდა განსაკუთრებით პუტინის ხელში, როგორც საქართველოში მიშა აჩლუნგებდა ხალხს...)
Zaza
22 მარტი 2018 10:56
12
ჩემო ზაზა, იცით თუ არა, რომ ბერეზიოვსკებმა, ჩუბაისებმა, სოროსებმა და ბინდერმანებმა ხელისუფლება პუტინს სულ ფაცხა-ფუცხით გადასცეს. დიდი სისწრაფით და ერთგვარი აჩქარებით. აბა თუ მიხვდებით რატომ?
მერე მოხდა ისე, რომ პუტინმა მათ იმედები არ გაუმართლა და თავის ქვეყანას მიხედა. აი ამას და კიდევ სხვა რამეებს ვერ პატიობენ ვალოდიას!
ვცდილობ გავიგო თქვენი გაწიწმატება რუსეთის მიმართ, დაგიჯერებდი, რომ ასეთი გაწიწმატება ზოგჯერ თურქების მიმართაც გამოგეთქვა. თურქეთი რომელმაც 800 წლის განმავლობაში სისხლი გვწოვა, დაგვინგრია ყველაფერი, რისი დანგრევაც შეძლო. გვიწვავდა და გვიოხრებდა ეკლესიებს. გვიგინებდა ღირსებასა და რწმენას. დღეს ის ვინც თურქეთის მეხოტბედ გამოდის. იცოდე რომ საქართველოს დაუძინებელი მტერია, ან კიდევ ბრიყვი მოკეთეა!
სამწუხაროდ დღეს ბევრ ჩვენ ახალგაზრდას არეული აქვს აზროვნების ელფერი და გაუკუღმართებული აქვცს თეთრისა და შავის გარჩევის კრიტერიუმები!
Shoda
22 მარტი 2018 12:45
2

სიახლეები პოპულარული