ევროპის ჩემპიონატის პერიოდში ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს რამაზ სვანაძე შეუერთდება

AutoSharing Option
საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები 6 ივნისს,, საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ეგიდით, ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გუნდს, უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის.

პარალელურ რეჟიმში, თბილისში ახალი ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებიც შეიკრიბება, რომელიც 8 ივნისს, ასევე ყაზახ თანატოლებს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდება. გუნდებს შორის შეთანხმების თანახმად, ორივე ნაკრებს 21-წლამდელთა გუნდიდან 3 მოთამაშის დამატების უფლება ექნება.

21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე მისი სამწვრთნელო შტაბის წევრთან, ფიზ. მომზადების მწვრთნელთან, ბონდო გოცირიძესთან ერთად,
6 ივნისს, თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, ავსტრიაში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის, ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ ეტაპს შეუერთდება.

20-წლამდელთა ნაკრებს 8 ივნისს რამაზ სვანაძის თანაშემწე, გიორგი ადამია უხელმძღვანელებს.

6 ივნისს გასამართი მატჩი, 19:00 საათზე დაიწყება. ხოლო 8 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა 17:00 საათზე -  ორივე მატჩს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ალექსანდრე იაშვილი: “რამაზ სვანაძე მისი გუნდის წევრთან, ბონდო გოცირიძესთან ერთად 2022 წელს, ერთა ლიგის მატჩების პერიოდშიც ეროვნული გუნდის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდა - ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა ევროპის ჩემპიონატზეც ვილის სამწვრთნელო შტაბს გააძლიერებს.

ჩვენი საშეჯიბრო პროცესის და ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ მწვრთნელებს შორის იყოს მუდმივი კომუნიკაცია, რაც ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის დიდი გამოცდილებაა და გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბებს შორის ასეთი დამოკიდებულება, ერთი ასაკობრივიდან მეორეში, ან ახალგაზრდულიდან ეროვნულ გუნდში მოთამაშეთა ტრანზიციის პროცესს ძალიან ხელს უწყობს, რაც საბოლოოდ იმ წარმატებულ მაგალითებში აისახება რისი ტენდენციაც გვაქვს ბოლო წლებში ამ მიმართულებით.”

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი პრაქტიკაა და ყველას წაადგება.
სოსო
17:53 25-05-2024
0
Svanazes amzadeben mtavar mwvrtnelad. Tumca sul tyuilad, qartveli nakrebs shedegs ver daadebiebs. Vilis saqmes hi erevian svanadzes vinme rames she ekitxeba? Svanadze avtoriteti araa. Ase ro vili midis da amas achveven.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული