პირველ სტატიაში ურუგვაის ნაკრების შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც A ჯგუფში რუსეთთან, ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან ერთად იასპარეზებს.
- ურუგვაიმ ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური კი ოფიციალურად 2017 წლის 11 ოქტომბერს ბოლივიის დამარცხების შედეგად მოიპოვა (4:2).
- ფიფას რეიტინგში ურუგვაი მე-17 პოზიციას იკავებს
- ურუგვაიმ ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ჯერ ითამაშა, საიდანაც ტიტული ორ შემთხვევაში დაისაკუთრა.
- ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაი პირველ თამაშს ეგვიპტესთან 15 ივნისს გამართავს. 20 ივნისს მათი მეტოქე საუდის არაბეთი, 25 ივნისს კი მასპინძელი რუსეთი იქნება.
- ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესია. 71 წლის სპეციალისტი სამხრეთამერიკელებს 2006 წლიდან ავარჯიშებს.
- ურუგვაის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი შეხვედრა "პორტოს" ფეხბურთელ მაქსი პერეირას აქვს ჩატარებული (124). 115 მატჩით მეორე პოზიციას მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი დიეგო გოდინი იკავებს. მესამე ადგილი კი 112 მატჩით დიეგო ფორლანს უკავია.
- ურუგვაის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ლუის სუარესია. "ბარსელონას" ფორვარდი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურს 2007 წლიდან ირგებს რა დროშიც, 97 მატჩში 50 ბურთი შეაგდო. მეორე ადგილს 100 ჩატარებული მატჩითა და 42 გოლით პსჟ-ს თავდამსხმელი ედისონ კავანი იკავებს. მესამე პოზიცია კი 112 გამართული მატჩითა და 36 გატანილი ბურთით, დიეგო ფორლანს უკავია.
- ურუგვაის ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი (8) გოლი ოსკარ მიგესს აქვს გატანლი. 6 ბურთი დიეგო ფორლანის ანგარიშზე მოდის, 5 კი პედრო სეასი.
- ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში მუნდიალზე ყველაზე მეტჯერ ლადისლაო მაზურკევიჩს უთამაშია (13). ეგიდიო არევალო რიოსმა მსოფლიო თასებზე თავისი ქვეყნის ღირსება 11 შეხვედრაში დაიცვა, "გალათასარაის" მეკარე ფერნანდო მუსლერამ კი 11-ჯერ.
- მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისას 1930 წელს ურუგვაის კაპიტანი ხოსე ნასაზი იყო, 1950 წელს კი ობდულიო ვარელა.
- ყველაზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატზე (4-ჯერ), ურუგვაის ნაკრების მაისურით პედრო როჩამ 1962-74 წლებში ითამაშა. ლადისლაო მაზურკევიჩმა ეს სამჯერ გააკეთა, ასევე სამჯერ აქვს ეს მიღწეული ჟულიო სესარ კორტესსაც.
- ურუგვაის ნაკრები საშინაო შეხვედრებს მონტევიდეოში Estadio Centenario-ზე მართავს.
- ურუგვაის ნაკრების ზედმეტსახელი არის - La Celeste, რაც ცისფერ ცას ნიშნავს.
- ურუგვაის ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანი დიეგო გოდინია