სუარესმა გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა "რეალის" ნაცვლად "ბარსელონაში"

AutoSharing Option
რადიო DelSol-თან საუბარში ცნობილმა ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა მადრიდის "რეალის" ნაცვლად "ბარსელონაში".

როგორც ის იხსენებს, "სამეფო გუნდი" ქარიმ ბენზემას "არსენალში" ყიდდა და მისი ჩამნაცვლებები სწორედ სუარესი უნდა ყოფილიყო.

"მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მადრიდელებს სურდათ ჩემი გადაბირება და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ისინი აპირებდნენ ბენზემას "არსენალში" გაყიდვას, ყველაფერი მზად იყო.

როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა და კიელინისთან "კბენის" ეპიზოდი მოხდა, მადრიდელებმა ინტერესი მცირედით შეამცირეს, რის შემდეგაც საქმეში "ბარსელონა" შემოვიდა და საბოლოოდ, არჩევანი კატალონიელთა სასარგებლოდ გავაკეთე", - იხსენებს სუარესი..

აღსანიშნავია,
რომ "ბარსელონაში" გადასვლამდე სუარესს "ლივერპულში" ფენომენალური სეზონი ჰქონდა და 33 შეხვედრაში 31 გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუარესის საყვარელი იტალიური კერძი - კიელინი მოცარელათი და ტომატის სოუსით :დ
ისე რეალს, სადაც პეპე და რამოსი ყავდა, ერთი კბილებალესილი რას დააკლებდა?
ქუთაისელი
17:34 19-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული