![](https://sportall.ge/pictures/image5/b9a49e540fdc257281f238095701f0ad.jpg)
- საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეოთხედ იასპარეზებს
- საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1994 წელს გავიდა, ბოლოს კი 2006 წელს ითამაშა
- ნაკრების მწვრთნელი გამოცდილი ჩილელი სპეციალისტი ხუან ანტონიო პიცია
- საუდის არაბეთმა აზიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავა, რითაც მუნდიალის საგზური მოიპოვა. გუნდს მხოლოდ იაპონიამ აჯობა
- საუდის არაბეთის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო ჩემპიონატზე 1/18-ფინალია, რომელიც 1994 წელს დააფიქსირა
- გუნდის ნამდვილი ლიდერი და ბომბარდირი "ალ-ნასრის" ფორვარდი მოჰამედ ალ-შალვია, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე 16 გოლი გაიტანა
- საუდის არაბეთში ყველაზე მეტჯერ (178) მეკარე მოჰამედ ალ-დეიას უთამაშია
- ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი გოლი მაჯედ აჰმედ აბდულამ გაიტანა, რომელმაც 116 შეხვედრაში 71 გოლი შეაგდო
- საუდის არაბეთის ნაკრების მაისურით მუნდიალზე ყველაზე მეტჯერ მოჰამედ ალ-დეიამ ითამაშა, რომელმაც ეს ათჯერ გააკეთა
- მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი (3) გოლი სამილ ელ-ჯაბერს აქვს გატანილი. მას 2 ბურთით ფუად ანვარ ამინი მოჰყვება
- საუდის არაბეთი 14 ივნისს, გახსნით მატჩში რუსეთს დაუპირისპირდება. 20 ივნისს პიცის გუნდის მეტოქე ურუგვაი იქნება, 25 ივნისს კი - ეგვიპტე.
▶ გავიცნოთ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები: 2 გზის ჩემპიონი ურუგვაის ნაკრები