ვიქტორია 25 წელიწადია მეეზოვედ მუშაობს, ის ქუჩებს გვის.
პანამაში არბიტრებს ხელფასს არ უხდიან, ისინი გასამრჯელოს მხოლოდ მატჩების მომსახურებისთვის იღებენ, ამიტომ იძულებულნი არიან, სხვა სამუშაოებზე იშრომონ.
გაბრიელი 05:00 საათზე იწყებს მუშაობას, 17:00 საათზე კი სავარჯიშოდ მიდის.
"მე ეს არ მღლის. მომწონს ორივე პროფესია. მე და ჩემს კოლეგებს არა გვაქვს სტრესი და ყველაფრით კმაყოფილები ვართ", - ამბობს ვიქტორია.
გაბრიელი გამოცდილი რეფერია, უკვე იმსაჯა 17-წლამდელთა და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, აგრეთვე 2016 წელს აშშ-ში