ირანში ქალებს სტადიონზე შესვლის უფლება 1979 წლიდან არ ჰქონდათ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ისლამური რევოლუცია მოხდა. მას შემდეგ ქალებს საკმაოდ შეზღუდული უფლებები აქვთ და ვალდებულები არიან, შარიათის წესები დაიცვან.
ქალები აზადის სტადიონის ტრიბუნაზე ირანის პირველი მატჩის დროს უნდა შეეშვათ, მაგრამ ბოლო მომენტში ირანის ხელმძვანელობამ ღია ცის ქვეში ყველა დაგეგმილი ტრანსლაცია გააუქმა და მატჩებს მხოლოდ კინოთეატრებში უყურებდნენ.
აღსანიშნავია, რომ 39 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალები სტადიონზე შეუშვეს. დართავენ თუ არა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს თამაშებზე დასწრების ნებას, ჯერჯერობით უცნობია.
ირანის ნაკრების ფეხბურთელმა აუტის ჩაწოდება ორიგინალურად სცადა, თუმცა... [VIDEO]