"მესი? მე მას ვურჩევდი, უბრალოდ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მიიღოს. ლეომ კრიტიკოსებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, რომლებიც დღენიადაგ იმაზე მსჯელობენ, შეუძლია თუ არა მას მუნდიალის მოგება.
არ ვიცი, სამპაოლი როგორ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, მაგრამ ვიცნობ ზოგიერთ ფეხბურთელს, რომლებიც ტურნირზე ბოლომდე დაიხარჯებიან. დარწმუნებული ვარ, მათ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ.
არგენტინა ფავორიტი არაა, ფავორიტები ვერასოდეს იმარჯვებენ", - განუცხადა დიეგომ FourFourTwo-ს.