მარადონა: არგენტინა ფავორიტი არაა, ფავორიტები ვერასოდეს იმარჯვებენ

AutoSharing Option
დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტად არ თვლის.

"მესი? მე მას ვურჩევდი, უბრალოდ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მიიღოს. ლეომ კრიტიკოსებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, რომლებიც დღენიადაგ იმაზე მსჯელობენ, შეუძლია თუ არა მას მუნდიალის მოგება.

არ ვიცი, სამპაოლი როგორ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, მაგრამ ვიცნობ ზოგიერთ ფეხბურთელს, რომლებიც ტურნირზე ბოლომდე დაიხარჯებიან. დარწმუნებული ვარ, მათ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ.

არგენტინა ფავორიტი არაა, ფავორიტები ვერასოდეს იმარჯვებენ", - განუცხადა დიეგომ FourFourTwo-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული