"სელესაოს" დამრიგებლის თქმით, მას "სამეფო კლუბთან" არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ასეთი გუნდის სახელებს გიკავშირებენ.
ტიტემ ამ ხმებს ჭორი და ტყუილი უწოდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოცდილი სპეციალისტი "სანტიაგო ბერნაბეუს" მიაშურებდა.