საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი მიზანი რუსეთის ნაკრების დამარცხებაა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი თამაშის ჩატარებამდე კომენტარი საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან ანტონიო პიციმ გააკეთა.

"პირადად მე ძალიან აღელვებული ვარ, რომ გახსნით თამაშში მონაწილეობას ჩემი ნაკრები მიიღებს. ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე გაქვს შანსი, ასეთი დონის ტურნირის მონაწილე იყო.

ჩემი ნაკრები მუნდიალზე დიდი ენთუზიაზმით ჩამოვიდა. გვსურს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ და საუდის არაბეთის მოსახლეობა ბედნიერი გავხადოთ.

უნდა ვიბრძოლოთ ყველა სიტუაციასა და ყველა ბურთზე. ვიცით, როგორ აპირებს რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ თამაშს და ყველაფერს ვიზამთ, რომ მათ ჩვენი საუკეთესო თვისებებით დავუპირისპირდეთ.

ჩვენი მიზანი რუსეთის ნაკრების
დამარცხებაა და მოედანზეც ამ ამბიციით გავალთ", - აღნიშნა პიციმ.

altფაქტები, ისტორია, ელემენტარული ინფო და პირველი მატჩი - დღეს მუნდიალი ოფიციალურად გაიხსნება

altვლადიმირ პუტინი: რუსეთში ფეხბურთის ყველა ფანს სწორედ ამის იმედი აქვს

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ თუ მაგ სიკეთეს იზავ და მაგ რუს-მონღოლებს პირველივე დღეს ჩაუშხამებ, შენ ხუანი კი არა სამუდამოდ ჩემი კუმირი იქნები
llcl
15:14 14-06-2018
1

სიახლეები პოპულარული