ნეიმარი: ყოველთვის მსურდა, განსაკუთრებული ვყოფილიყავი

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად ყოფნით არ ამაყობს.

"არ ვამაყობ, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ეს ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით.

ეს მხოლოდ ფულია და მეტი არაფერი. სიმართლე გითხრათ, მე ჩემს სანაცვლოდ ამხელა თანხას არ გადავიხდიდი.

ყოველთვის მსურდა, განსაკუთრებული ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი მიზანი მას შემდეგ, რაც 11 წლიდან ფეხბურთის თამაში დავიწყე.

ყოველდღიურად ვცდილობდი, ჩემი თამაში გამეუმჯობესებინა და საუკეთესო გავმხდარიყავი.

უდიდესი შრომა ჩავდე იმაში, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ყველაფერ
იმაზე, დღეს რაც მაქვს, ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი.

ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო, რომ "სანტოსის" პირველ გუნდში მეთაშა, მოვხვედრილიყავი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში და რომელიმე ევროპულ კლუბში გადავსულიყავი", - აღნიშნა ნეიმარმა.

altესეც ტირის - ნეიმარი ტელეშოუში ბავშვობაში დააბრუნეს და აქვითინდა [VIDEO]

altDon Balon: "რეალი" პსჟ-ს რონალდოსა და ნეიმარის ბარტერს სთავაზობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული