მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი: ვინ ჩემი ფეხებია მესი, რომ არ დარბის?

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა, ექტორ ენრიკემ ლეო მესი მუნდიალზე წარუმატებელი ასპარეზობისთვის გააკრიტიკა.

"ზოგი ამბობს, რომ ფეხბურთელები ასე არ შეიძლება გავაკრიტიკოთ. საერთოდ ვინ არიან ეს გათავხედებული ბავშვები? ვინ ჩემი ფეხებია მესი, რომ არ დარბის? რა, მარადონაა? როდესაც ნაკრების ღირსებას იცავ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, სიამაყით უნდა აღივსო.

მარადონა ჩვენი გუნდის სახე გახლდათ, არასოდეს არ ნებდებოდა, სხვებზე მეტს დარბოდა და ყველაზე უფრო მოტივირებული იყო.

ბურთს როდესაც იღებდა, ფეხებში ურტყამდნენ, ის კი ფეხზე დგებოდა და გარბოდა. ყველას მაგალითს გვაძლევდა. ვერ
გავიგე, ახლა რა ხდება. მესის ადგილზე რომ ვიყო, პარტნიორებს ვეტყოდი:"დაიწყეთ სირბილი, გამოიღვიძეთ!", - განუცხადა ენრიკემ "ოლეს".
მკითხველის კომენტარები / 11 /
მესი არის გენიოსი მაგრამ აკლია სპორტული ჟინი რაც ასე უხვად აქვს კრიშტიანო რონალდოს. მესმის თამაში ვერ ან არ მიგდის, გუნდი ვერ გეხმარება. მაგრამ ის მაინც ხომ უნდა შეიმჩნეოდეს რომ მონდომებული ხარ და გულხელდაკრეფილი არ ელოდები ბურთს
mamuka
20:22 24-06-2018
2
ლეო მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან მოუკლო ეს ბოლო ორი წელი, საერთოდ უჭირს ნაკრებში თამაში, ვგულშევმარკივრობ მაგრამ, სიმართლე რო ვთქვა, ეს ის მესი არაა, ან უბრალოდ აღარ შეუძლია, ან მობეზრდა, ან რავიცი, ვერ ვხვდები რა ჭირს, სანპაოლი სადათარიგოზე და მსაჯი კიდე მოედანზე უფრო მეტს დარბოდა ვიდრე მესი, არ უნდა ამ ბიჭს განძრევა , თავის საპენალომდე არაა ჩასული, თუ არ ირბენ არაფერი გამოვა, არგენტინის ყველაზე დიდი შეცდომა მგონია რო არგენტინა მესიზე მოერგო, არადა პირიქით უნდა იყოს მესი უნდა იყოს ნაკრებზე მორგებული, და უნდა ცდილობდეს გუნდური სარგებლობის მოტანას, თორე ისე გამოდის რო, პირდაპირ ახლოდან უნდოდა ჩემპიონატის ყურება... (შეიძლება ვცდები , მაგრამ ფაქტია რო 5 კმ -ც არ აქ ნარბენი)
Vasili
05:52 24-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული