უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

გარი ლინეკერმა გერმანელებზე თავისი ცნობილი ფრაზა შეცვალა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედეთთან გერმანიის ნაკრების გამარჯვებას ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, გარი ლინეკერი გამოეხმაურა.

მან თავისი ფრთიანი ფრაზის:"ფეხბურთს 22 ადამიანი თამაშობს და ყოველთვის გერმანელები იმარჯვებენ", ინტერპრეტირება მოახდინა.

"ფეხბურთი მარტივი თამაშია: 82 წუთის განმავლობაში ბურთს 22 ადამიანი დასდევს და გერმანელები გაძევებულ მოთამაშეს კარგავენ. ასე რომ, 21 ადამიანი ბურთს კიდევ 13 წუთი დასდევს და ბოლოს და ბოლოს გერმანიის ნაკრები გაურკვეველია როგორ იმარჯვებს", - დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.