47 წლის დანიელი იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს. ის პირველი უცხოელი სპეციალისტია, რომელიც შვედეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში.
ტომასონს კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლომდე გაუფორმეს და წარმატების შემთხვევაში გაუგრძელებენ. მას ნიდერლანდელი რემი რეინიერსი დაეხმარება, რომელთან ერთადაც ორ კლუბში მუშაობდა.
ტომასონი მუშაობას 1-ელი მარტიდან შეუდგება და ნაკრებს პორტუგალიასთან და ალბანეთთან ამხანაგურ მატჩებში უხელმძღვანელებს.
ტომასონი 2016-2020 წლებში დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, 2021-2022 წლებში მისი ხელმძღვანელობით "მალმიო" ორჯერ გახდა შვედეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა,