"სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ" - ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და ამჟამად, საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა. 

"ბარსელონას" ექსთავდამსხმელმა ტვიტერში გამოაქვეყნა პოსტი ფეხბურთიდან ისრაელის მოკვეთაზე, თუმცა მოგვიანებით ის წაშალა. გარი "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გააკრტიკეს. ლინეკერი კი მიიჩნევს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. 

"ყველა, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრები, ფიქრობს: "რა ჯანდაბა ხდება?!" მაგრამ როცა პირს აღებ ან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ - ყველაფერი ტოქსიკური ხდება. რა აზრიც უნდა დააფიქსირო, შეტევა ყოველთვის
აგრესიული და მძლავრია. როგორ შეიძლება, მშვიდობის სურვილი განსჯადი იყოს? ნამდვილად არ მესმის. არაა აუცილებელი ისლამოფობი იყო, რათა ჰამასის მოქმედებები დაგმო და ანტისემიტი იყო, რათა ისრაელის სახელმწიფოს ქმედებები გააკრიტიკო. რაც ახლა ხდება, ეს მიუღებელია, როცა დაღუპული ბავშვების რიცხვს შევხედავ, ცუდად ვხდები.

ებრაელი მეგობრები ისრაელის მხარდაჭერას მთხოვდნენ. მარტივი პასუხი მქონდა: "არავითარ შემთხვევაში!" და მათაც მოვუწოდე იმავეს გაკეთებისკენ. ვიცი, რომ პრობლემა არა ებრაელ ხალხში, არამედ ხელისუფლებაშია. ისიც მესმის, რომ მთავრობა 7 ოქტომბერს მომხდარ ამბებზე რეაგირებს, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, 1 აფეთქების პროპორციული 80 აფეთქება არაა," - თქვა ლინეკერმა. 

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირება გამწვავდა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის სამხედრო ფრთა ისრაელის მიერ კონტრორილებურ ტერიტორიებზე შეიჭრა, რასაც დაახლოებით, 1200 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამის საპასუხოდ ისრაელის სახელმწიფომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო - ებრაული მხარის მოქმედებებს 25 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 62 000-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. 

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 26 /
პალესტინა,ისტორიულად არასდროს ყოფილა არაბული ტერიტორი.ასევე პალესტინელი,როგორც ერი არ არსებობს.პალესტინაში ოდითგან ცხოვრობდნენ მხოლოდ გამუსლმანებული თუ მუსულმანი სხვადასხვა ერები!ეს კარგად იციან არაბებმა და ამიტომაც არ ანხორციელებენ შესაბამის სამხედრო მხარდაჭერას ჰამასისა და პალესტინელების მიმართ!
მძაღო
07:19 24-01-2024
0
ისრაელი მართალია არაბებთან.შურისძიება საჭიროა,მაგრამ ცოტა ზედმეტი მოსდით?ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს პალესტინის საკითხი.ქრისტეს დროს სიტყვა პალესტინა არ არსებობდა.ეს დაირქვეს ებრაელების ტერიტორიაზე შემოჭრილმა არაბებმა.
Status quo
02:17 23-01-2024
4

სიახლეები პოპულარული