ვასილი უტკინი: 0:3. ჯანდაბას. განადგურებისგან ურუგვაის ვერ გაექცეოდი, გაგვიმწარეს ბიჭები

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში რუსეთის ნაკრების ურუგვაისთან დამარცხებაზე კომენტარი ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა გააკეთა.

"რუსეთი-ურუგვაი. მე სათქმელი არაფერი მაქვს, არსებითად. ძალიან არ მინდა ბებიას დავემსგავსო, რომელიც ეზოში ზის და იმეორებს, ხომ გეუბნებოდითო.

დიახ, ვამბობდი და რა აქედან. ჯგუფიდან გავედით. მეტის იმედი არ უნდა გვქონოდა. ახლა, მოდით, ამოვისუნთქოთ. რუსეთის ნაკრები არ გარდასახულა და არავის არ დამსგავსებია, ეს ხომ კარგია. ე.ი. მან თავისი ამოცანა შეასრულა, დარჩა იმად, რაც არის.

0:3. ჯანდაბას. განადგურებისგან ურუგვაის ვერ გაექცეოდი, გაგვიმწარეს ბიჭები", - დაწერა
უტკინმა სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
უტკინი ძალიან ობიექტური ადამიანი და პროფესიონალი კომენტატორია
qomagi
09:37 26-06-2018
0
რასაც იმსახურებდნენ, მიიღეს! სსრკ-ს დროს ნაკრებს ქართველები და უკრაინელები ქაჩავდნენ! ამას ვერ პატიობდნენ, გავიხსენოთ თუნდაც ყიფიანის და გუცაევის არწაყვანა 82 წლის ჩემპიანატზე, უფრო ადრე მეტრეველისა და მესხის უთამაშებლობა.
მერაბი
09:19 26-06-2018
1

სიახლეები პოპულარული