მარადონას სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა-ნიგერიის მატჩისას ლეგენდარული დიეგო მარადონა მაგრად გულშემატკივრობდა თავის გუნდს, არაადეკვატურად იქცეოდა, თამაშამდე ნიგერიელ გოგონასთან ერთად იცეკვა, მესის პირველი გოლისას გიჟს დაემსგავსა, მერე ჩაეძინა, ხოლო როდესაც მარკოს როხომ გამარჯვების გოლი გაიტანა, მთლად არანორმალური გახდა და ვიღაცას ორივე ხელის შუა თითს უჩვენებდა. მას არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ ის შეუძლოდ შეიქნა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც იუწყებიან, მას ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და წნევა დაუვარდა. ახლა დიეგო თავს უკეთ გრძნობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კერძო თვითმფრინავით
მოსკოვში გადააფრინეს.

Sportall.Ge

altდიეგო მარადონა არგენტინის გამარჯვებამ კინაღამ ჭკუაზე შეშალა

მკითხველის კომენტარები / 17 /
რას დამგვანებია ლეგენდა კაცი. წუხანდელი მატჩის ჩანაწერი უნდა ანახო ყველას, ვინც ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი უწყინარია
მერაბი გ.
06:48 27-06-2018
4
რა საწყენია მარადონას ასეთ მდგომარეობაში ყოფნა! მართალია, ნახოს ყველამ, სანამდე მიყავს ნარკოტიკს. რას იტყვიან ლეგალიზაციის მომხრეები?
მერაბი
09:31 27-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული