გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შემადგენლობაში რამოდენიმე ცვლილება განახორციელა, იოზილი და ჰედირა დააბრუნა სასტარტოში, ტრავმა მოირჩინა და მწყობრში ჩადგა ჰუმელსი. ისევ გადახალისებულმა ბუნდესგუნდმა პირველ ტაიმში უხეიროდ იასპარეზა და გუნდები შესვენებაზე 0:0-ზე გავიდნენ.
ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში დაალაგა გერმანიამ თამაში და ლიოვმა შეტევის გასაძლიერებლად ჰედირა გომესით, ხოლო გორეცკა მიულერით შეცვალა. ბოლოსკენ ექტორი მოხსნა და ბრანდტი შეუშვა მოედანზე, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ეგ კი არადა, ბოლოს ორი გოლი გაუშვეს და...
F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. კაზანი. 41 835 მაყურებელი
სამხრეთ კორეა - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 კიმი (90), სონი (90+6)
სამხრეთ კორეა : ჩო, ლი, იუნი (ჰვანგი 56), ჰონგი, იანგი, კიმი, ლი ჯუ, კოო, ჰვანგი,სონი, მუნი (იუნი 69)
გერმანია : ნოიერი, კიმიხი, ზულე, ჰედირა (გომესი 58), ჰუმელსი, ექტორი (ბრანდტი 79), კროოსი, იოზილი, გორეცკა (მიულერი 63), როისი, ვერნერი
მესუთ იოზილს გერმანელმა გულშემატკივრებმა აგინეს და აფურთხეს
რიო ფერდინანდი: ლეროი სანე, სად ხარ? გერმანიამ საუკეთესო ფეხბურთელი პლაჟზე გაუშვა
იოახიმ ლიოვი: ჯგუფიდან გასვლის ღირსები არ ვიყავით. არ ვიცი, გადავდგები თუ არა
მატჩის პირველ ტაიმში ბურთს უფრო ხშირად მექსიკელები ფლობდნენ, თამაში გადრამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და შესვენებამდე გოლი ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ "ტრე კრუნურმა" ნანინანატრი გოლი ნაანტრაქტევს გაიტანა. თავი აუგუსტინსონმა გამოიჩინა. მერე შვედებმა პენალტი მოინადირეს და გრანკვისტმა ანგარიში გაზარდა. 74-ე წუთზე კი ალვარესის რიკოშეტით ანგარიში 0:3 გახდა.
F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. ეკატერინბურგი. 33 061 მაყურებელი
მექსიკა - შვედეთი 0:3
გოლები: 0:1 აუგუსტინსონი (50), 0:2 გრანკვისტი (62, პენ), 0:3 ალვარესი (74 საკ. კარში)
მექსიკა : ოჩოა, ალვარესი, სალსედო, მორენო, გალიარდო(ფაბიანი 65), ერერა, გუარდადო (კორონა 75), ლაიუნი (პერალტა 88), ველა, ლოსანო, ჩიჩარიტო
შვედეთი : ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, კლაესონი, ლარსონი (სვენსონი 57), ეკდალი (ჰოლემარკი 79), ფორსბერგი, ტოივონენი, ბერგი (ტელინი 67)