ერნან კრესპო: ფავორიტი საფრანგეთია, მაგრამ ლეო მესი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ერნან კრესპო არ თვლის, ალბისელესტე რომ ლეო მესიზეა დამოკიდებული, ეს ცუდია და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან მისი იმედი აქვს.

"ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ ამ წყვილში საფრანგეთი ფავორიტია. თუმცა, იმედია, ნიგერიასთან გამარჯვება ზედმეტი ზეწოლის ტვირთს მოგვაცილებს და ფრანგებთან უფრო თავისუფლად თამაშის საშუალებას მოგვცემს.

დარწმუნებული ვარ, მესი გუნდის მეოთხედფინალში გასაყვანად ყველაფერს გააკეთებს. ლეო განსაკუთრებული ფეხბურთელია და მნიშვნელოვან მატჩებში კიდევ უფრო სახიფათო ხდება. ნაკრები რომ მასზეა დამოკიდებული, ეს ბუნებრივია. როდესაც გუნდში ასეთი დიადი ფეხბურთელი გყავს, ნებისმიერ შემთხვევაში მასზე იქნები
დამოკიდებული. ანალოგიური სიტუაციაა პორტუგალიის ნაკრებშიც.

საფრანგეთის უპირატესობა შეთამაშების მაღალი ხარისხია. დიდიე დეშამი დიდი ხანია ნაკრების მწვრთნელია და ყველაფერი ავტომატიზმამდე აქვს დაყვანილი. მათ ჰყავთ სწრაფი ფორვარდები გრიზმანი და მბაპე, ჩინებული ნახევარდაცვა პოგბასთან ერთად და შესანიშნავი მეკარე ლორისი. თუმცა, ეს პლეი-ოფია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი მოედანზე გადაწყდება".

altროხო მოჰყვა, თუ რაზე ესაუბრა მესი თანაგუნდელებს შესვენების დროს [VIDEO]

altვინ წვრთნის არგენტინის ნაკრებს? სერხიო აგუეროს შემოსვლის ნებართვა ლიონელ მესიმ გასცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული