ერთი ამას დახედეთ - ხორხე სამპაოლის გადადგომა არ უნდა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ხორხე სამპაოლის არგენტინის ნაკრები ვარსკვლავებით ჰყავდა დაკომპლექტებული, გუნდი გუნდს ვერ დაამსგავსა და სრულიად დამსახურებულად გამოვარდა მსოფლიოს ჩემპიონატიდან. სამპაოლი გადადგომას არ აპირებს. აი, რა "ბრძანა" მან.

"წაგება ძალზედ მტკივნეულია. იმედგაცრუებულნი ვართ. დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილებას ახლა ვერ მივიღებ.

ანალიზის გაკეთება მოგვიანებით იქნება უკეთესი. ვიცოდით, მეტოქეს სწრაფი მოთამაშეები ჰყავს და ბურთის დაკარგვის შემდეგ პრობლემები შეგვექნებოდა. ასეც მოხდა".

altმუნდიალი 2018: საფრანგეთი - არგენტინა 4:3 ობიექტურად უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 11 /
ვა, კვირიკ!
MARI XUANA
01 ივლისი 2018 21:47
0
Ra unda eqna am kacs da dibala iguani da aguero ro skamze gizis amxela resursi tavidanve unda gamoiyeno da marto mesis pantaziaze ar ikneboda gundis warmateba damokidebuli
Simartle
01 ივლისი 2018 18:38
0
და რა დააშავა ამ კაცმა....
miriani
01 ივლისი 2018 15:52
1
რა ქნას? მესებს ხომ ვერ დაბადებს?
ანდრი
01 ივლისი 2018 10:04
3
მარტო სამპაოლი არაა ამაში დამნაშავე, თუ საერთოდ არის. კარგი მოთამაშეები არ ნიშნავს აუცილებლად გამარჯვებას. მეტი კომპეტენტურობა რომ გამოგეჩინათ ჟურნალისტებს და პრობლემის საფუძველი უფრო ღრმად გეძებნათ, აუცილებლად აღმოაჩენდით მაგათ საფეხბურთო ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს, მთლიანი სისტემის არაორგანიზებულობასა და ქაოტურობას. ნაკრები რომ მარტო მწვრთნელი და ფეხბურთელები არ არიან, ესეც გეცოდინებოდათ… უშუალოდ გუნდს რაც შეეხება, მესი არაა რონალდუს მსგავსად ძლიერი ფსიქიკის პატრონი, რომ ამხელა წნეხის ქვეშ გუნდი ათრიოს. მე თუ მკითხავთ, სამპაოლის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ პრინციპულად არ დადგა თავის პოზიციაზე და მესისა და აგუეროს არ მიუჩინა თავისი ადგილი. ეს ორი კი არა, მინიმუმ 2 ან 3 შემადგენლობა თავისუფლად ჰყავს არგენტინას ისეთი, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ დიდი ძალა იქნება. მესის რაც შეეხება, ის ვერ ათრევს გუნდს. პორტუგალიისგან განსხვავებით, სათრევიც არაა არგენტინა, დი მარიას, აგუეროს, ოტამენდის და სხვათა შემხედვარე. ამიტომ ვფიქრობ, რომ მესის გარეშე უფრო კარგი გუნდი იქნება არგენტინა, ვიდრე მესისთან ერთად. არასდროს არ მოუცია დადებითი შედეგი ერთი კაცის გარშემო გუნდის შეკვრას.
Lasha
01 ივლისი 2018 09:58
6
მსოფლიოზე რო მესიმ გაიყვანა ეს ვაი გუნდი ის თუ იცი შენ? ,ესის გარეშაე ეს გუნდი ვერსად ვერ გავა , მესას და პავონის იმედად მტერი იყო. ამათ ორივეს ჯობდა დიბალა მაგრამ ვინ ათმაშა?
იმერელი
01 ივლისი 2018 13:28
0
Axlos xar swor shepasebastan
Jorg
01 ივლისი 2018 12:30
1
ჭკუას ვერ სწავლობთ ხომ ეს ჟურნალისტები? სოფლის ბირჟაზე კი არ სხედხართ?! მეტი პატივისცემა იქონიეთ. განსაკუთრებით მათ, ვინც 2 სიტყვის დაწერას ძლივს ახერხებთ შეუცდომლად. თან აგრესიას რომ იწვევთ ხალხში, ვერ ხვდებით? არ კითხულობთ? რუსებზე რომ წერთ იგივენაირად, ის არ მოსწონს ხალხს და ეს მოეწონება??? დაგვაფასეთ მომხმარებელი, თორემ აღარ შემოვალთ აქ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ალტერნატივაც არ არსებობს. წარმოიდგნეთ, ავტორიტეტულმა გამოცემამ რომ დაწეროს: Look at this guy... blah blah blah.
P. S. გთხოვთ Gამოაქვეყნოთ.
Odala
01 ივლისი 2018 00:34
8
არ ყავს ფეხბურტელები და რა ქნას სანპაოლიმ.
dddds
01 ივლისი 2018 00:17
11
დიბალა არაა მაღალი კლასის ფეხბურთელი, რატომ არ ათამაშა? მოსაყვანია ისეთი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელების დაკრულზე არ იცეკვებს და იქნება ობიექტური.
dato
01 ივლისი 2018 15:45
1
არგენტინას კოლუმბიაზე ნაკლებად შერეკილი გულშემატკივრები კი არ ჰყავს,თუ ჭკვიანად არ იქნება მალე ესკობარის გზას გაუყენებენ.
!!!!!!!!!!!!!!
30 ივნისი 2018 22:42
4

სიახლეები პოპულარული