დღეს რუსეთში: ესპანელები კარგ ხასიათზე არიან და ტურნირის მასპინძელთან დაპირისპირებას მცირე დანაკლისით ხვდებიან

AutoSharing Option
დღეს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე 1/4-ფინალისტი გახდება ცნობილი.

მასპინძელი რუსეთის ნაკრები თბილისის დროით 18:00 საათზე მოსკოვში ესპანეთს დაუპირისპირდება.

სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ალან ძაგოევსა და იგორ სმოლნიკოვს მოისაკლისებს. პირველს ტრავმა აწუხებს, მეორემ კი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

თითქმის დანაკლისის გარეშე ხვდება შეხვედრას ფერნანდო იეროს ესპანეთის ნაკრებიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ფურია როხას" ისედაც დასჭირდეს, მაგრამ როგორც იწერება, პეპე რეინას მცირე ტრავმა აქვს და მისი თამაში საეჭვოა.

შეხვედრას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი არბიტრი კი ბიორნ კუიპერსი იქნება, რომელიც
მუნდიალზე ორ მატჩს უკვე გაუძღვა.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა, ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, კოკე, ბუსკეცი, ინიესტა, ისკო, ასენსიო, კოსტა.
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი, გაზინკსი, ზობნინი, სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი, ძიუბა.

დღის მეორე 1/8-ფინალური მატჩი ნიჟნი ნოვგოროდში გაიამრთება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ხორვატიის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება.

ზლატკო დალიჩს არცერთი ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს. ერთადერთი, როგორც იცით, პირველი ტურის შემდეგ მან ნაკრებიდან ნიკოლა კალინიჩი მოკვეთა, რომელიც რუსეთიდან უკვე გაემგზავრა.

რაც შეეხება აგე ჰარეიდეს, მას უილიამ კვისტის დახმარების იმედი არ ექნება.

მატჩს არგენტინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კი ნესტორ პიტანა იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა უკვე იმსაჯა.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

ხორვატია (4-3-3): სუბასიჩი, სტრინიჩი, ვიდა, ლოვრენი, ვრლაშკო, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, მანძუკიჩი, რებიჩი
დანია (4-2-3-1): შმეიხელი, დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი, დელანი, შონე, პოულსენი, ერიქსენი, სისტო, იორგენსენი.

altდანიის ნაკრების მწვრთნელი: არაა აუცილებელი ლამაზად თამაშით გაიმარჯვო

altჰარი რედნაპი: რუსეთის ნაკრები? ნუ, "უოტფორდზე" უკეთესია

altდიმიტრი ჩერიშევი: ესპანეთს დავამარცხებთ და 1/4-ფინალში რუსეთი გავა, რადგან...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენც ხო მოუგეთ...:))))))))) მსოფლიოზე მოვუგეთ და რუსებიც მოუგებენ აბა რა:)))))) ვაი ჩვენს არადეექვატურ თავს:((((
:)))))
14:05 01-07-2018
2
არ გამიკვირდება რუსებმა რო მოუგოს ჩვენც ხო მოუგეთ.
soso
12:26 01-07-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული