მუნდიალი 2018: პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი რუსეთს ვერ ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩის პირველი ტაიმი რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა დაცვითი სტრატეგია აირჩია და ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი დააყენა. ჩერჩესოვმა თქვა, ინიციატივას მეტოქე არ დავუთმობთ, ბურთი კი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთო.

ფურია როხას ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია ღრმა დაცვაში ჩადგომა და მათმა თავკაცმა ფერნანდო იერომ ანდრეს ინიესტა თადარიგში დატოვა. სამაგიეროდ პირველად ათამაშა ძირითადში ასენსიო.

უკვე მე-12 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სერხიო რამოსთან ბრძოლისას იგნაშევიჩმა ბურთს საკუთარი
კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და მასპინძლებს მთელი თავიანთი გეგმა ჩაეშალათ. ამის შემდეგაც გააგრძელეს სტუმრებმა ბურთზე კონტროლი, ერთი გუნდი ფეხბურთს თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა.

პირველი მომენტი რუსებს 34-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ გოლოვინმა ბურთი მიზანს ააცილა. ტაიმის დასასრულს კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პიკეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ძიუბამ გამოიყენა.

კვირა. 1 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები".
რუსეთი - ესპანეთი 1:1
გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (12, საკ. კარში), 1:1 ძიუბა (41, პენ)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, კუტეპოვი, კუდრიაშოვი, ჟირკოვი, სამედოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი,  ძიუბა

ესპანეთი: დე ხეა, ნაჩო, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ასენსიო, დავიდ სილვა, ისკო, დიეგო კოშტა


მკითხველის კომენტარები / 7 /
რა მაყუთი გადაიხადა ასეთი პუტინმა,ესპანეთის ნაკრები და მსაჯი რომ დაუწვა? კორუმპირებული ფიფა.გულისამრევია ეს ყველაფერი,ხალხი მაინც ხვდება ყველაფერს.ვინც დღეის მერე ესპანეთს უბალეშიკოს...
status quo
20:45 01-07-2018
6
სმარცხვინო თამაში ესპანეთის ნაკრების, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვოვამ "გამაზა".
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული