როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა დაცვითი სტრატეგია აირჩია და ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი დააყენა. ჩერჩესოვმა თქვა, ინიციატივას მეტოქე არ დავუთმობთ, ბურთი კი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთო.
ფურია როხას ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია ღრმა დაცვაში ჩადგომა და მათმა თავკაცმა ფერნანდო იერომ ანდრეს ინიესტა თადარიგში დატოვა. სამაგიეროდ პირველად ათამაშა ძირითადში ასენსიო.
უკვე მე-12 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სერხიო რამოსთან ბრძოლისას იგნაშევიჩმა ბურთს საკუთარი
პირველი მომენტი რუსებს 34-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ გოლოვინმა ბურთი მიზანს ააცილა. ტაიმის დასასრულს კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პიკეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ძიუბამ გამოიყენა.
კვირა. 1 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები".
რუსეთი - ესპანეთი 1:1
გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (12, საკ. კარში), 1:1 ძიუბა (41, პენ)
რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, კუტეპოვი, კუდრიაშოვი, ჟირკოვი, სამედოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი, ძიუბა
ესპანეთი: დე ხეა, ნაჩო, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ასენსიო, დავიდ სილვა, ისკო, დიეგო კოშტა