მუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა დაცვითი სტრატეგია აირჩია და ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი დააყენა. ჩერჩესოვმა თქვა, ინიციატივას მეტოქე არ დავუთმობთ, ბურთი კი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთო.

ფურია როხას ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია ღრმა დაცვაში ჩადგომა და მათმა თავკაცმა ფერნანდო იერომ ანდრეს ინიესტა თადარიგში დატოვა. სამაგიეროდ პირველად ათამაშა ძირითადში ასენსიო.

უკვე მე-12 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სერხიო რამოსთან ბრძოლისას იგნაშევიჩმა ბურთს საკუთარი კარის
ბადეში მიუჩინა ადგილი და მასპინძლებს მთელი თავიანთი გეგმა ჩაეშალათ. ამის შემდეგაც გააგრძელეს სტუმრებმა ბურთზე კონტროლი, ერთი გუნდი ფეხბურთს თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა.

პირველი მომენტი რუსებს 34-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ გოლოვინმა ბურთი მიზანს ააცილა. ტაიმის დასასრულს კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პიკეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ძიუბამ გამოიყენა.

altua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა


მოკლედ, პირველ ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა კი ჰქონდა ესპანეთს, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. პირველად ბურთი კარში 45-ე წუთზე დაარტყა, კუთხური კი 59-ე წუთზე ჩააწოდა.

დრო გადიოდა, ფურია როხა ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებდა, ჩერჩესოვმა კი ჯერ სამედოვი ჩერიშევით, ხოლო შემდეგ ძიუბა სმოლოვით შეცვალა. იერომ საპასუხოდ დავიდ სილვას ნაცვლად მოედანზე ინიესტა, ტრავმირებული ნაჩოს ნაცვლად კი კარვახალი შეუშვა.

სტუმართა იერიშებს სიმწვავე აკლდა, დიეგო კოშტა მშრალ ულუფაზე იმყოფებოდა და მე-80 წუთზე ასპასმა შეცვალა. 85-ე წუთზე ინიესტას დარტყმული ბურთი აკინფეევმა მოიგერია, დამატებაზე კი ასპასს გოლის გატანა ისევ მეკარემ არ დაანება, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში შეცვლაზე შესულმა როდრიგომ თამაში კი გაამწვავა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი რუსებმა იმარჯვეს და მეოთხედგინალში გავიდნენ.



კვირა. 1 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი

რუსეთი - ესპანეთი 1:1 (პენ. 4:3)
გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (12, საკ. კარში), 1:1 ძიუბა (41, პენ)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, კუტეპოვი, კუდრიაშოვი, ჟირკოვი (გრანატი 46), სამედოვი(ჩერიშევი 61), ზობნინი, კუზიაევი (ერიოხინი 98), გოლოვინი,  ძიუბა (სმოლოვი 65)

ესპანეთი: დე ხეა, ნაჩო, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ასენსიო (როდრიგო 105), დავიდ სილვა (ინიესტა 67), ისკო, დიეგო კოშტა (ასპასი 80)

altფერნანდო იერო: ეს ჩავარდნა და ფიასკო არ იყო

მკითხველის კომენტარები / 62 /
ასეთ სამარცხვინო გავარდნას ჯობდა ჯგუფში ჩარჩენილიყავით
1
ალბათ ამღამით დამესიზმრება, თუ როგორ შევდივარ ესპანელთა გასახდელში თამაშის შემდეგ,როგორ დავამწკრივებ ფეხბურთელ-მსაჯიან-მწვრთნელიანად და როგორ ვაგინებ ესპანურ-ქართულ-მეგრულად ამ კორუმპირებულ მამაძაღლებს....
სტატუს ქუო
21:02 01-07-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული