ua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა ua-football.com-მა აღნიშნა, რომ ესპანეთთან მატჩში რუსეთის ნაკრებმა მახინჯი ფეხბურთი ითამაშა და მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა მეოთხედფინალში გააღოღა.

მსაჯობაზე კომენტარი ფიფას ყოფილმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა გააკეთა.

"კუიპერსის მსაჯობას ცალმხრივად ან შეცდომებით სავსეს ვერ ვუწოდებ, მაგრამ არსებობს "საშინაო მსაჯობის" მცნება და ამ შეხვედრაში სწორედ ამას ჰქონდა ადგილი.

პენალტის დანიშვნის მომენტში პიკემ ხელით ითამაშა და ეს შემთხვევით არ გაუკეთებია. ვერ ვიტყვით, რომ რეფერიმ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

აი, 104-ე წუთზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი ყველაფერი ცალსახა არაა. იგნაშევიჩმა ჭიდაობის ილეთით წააქცია პიკე. ესპანელები
ვიდეოგამეორებას ითხოვდნენ. ვთვლი, რომ მონიტორთან კუიპერსი სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ მან ასისტენტებთან კონსულტაცია ამჯობინა. შესაძლოა, ამის შემდეგ თავისი შეხედულებით მიიღო გადაწყვეტილება და თერთმეტმეტრიანის დადება ვერ გაბედა".

altმუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

altსესკ ფაბრეგასი: რას ჰგავდა ეს? - ეს იყო ბურთის ფლობა ბურთის ფლობისთვის

მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველა ყველა და აი სტუპარი რო ამოიღებს ხმას მიკერძოებულ მსაჯობაზე...მართლა სასაცილოა.

კახა ქირია
13:53 03-07-2018
4
გამაგიჟებთ რა! სახელებს რატომ გულშემატკივრობთ? ვაიმე იტალია არაა, ჰოლანდია არაა, არგენტინა, პორტუგალია, ესპანეთი გავარდა რა გვეშველება, ვინც ძლიერია მოიგოს და დარჩეს! რითაა მაგათზე ნაკლები შვედეთი?! ან საკუთარ თავს კითხეთ საქართველომ იტალია რომ გააგდოს გული დაგწყდება აუ რა გუნდი გავარდაო?! ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას!
გენო
15:12 02-07-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული