უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ზლატკო დალიჩი: ვინც ლამაზად თამაშობდა, ყველა გავარდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში დანიის დამარცხების შემდეგ კომენტარი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა გააკეთა:

"როდესაც მოდრიჩმა პენალტი ვერ გაიტანა, გაგვახსენდა ვენა და თურქეთთან წაგება. წარმატება უნდა გამოიმუშავო. ადვილად  ცხოვრებაში არაფრისთვის არ მიმიღწევია. ყველაფერს მძიმე შრომით ვაღწევდი.

შედეგზე ვითამაშეთ. ვცდილობდით და ვიბრძოდით. ვინც ლამაზად თამაშობდა, ყველა გავარდა. ტურნირის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის ვართ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში".

altმუნდიალი 2018: ხორვატიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია დანიას და რუსეთს შეხვდება [VIDEO]




ასევე დაგაინტერესებთ