მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია დანიას და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება.
ხორვატების მწვრთნელმა ზდრავკო დალიჩმა ის შემადგენლობა დააყენა, რომლითაც არგენტინა დაამარცხა, ხოლო დანიელთა თავკაცმა ოლე ჰარეიდემ განაცხადა, რომ არაა აუცილებელი ლამაზად თამაშით გაიმარჯვონ და ფრანგებთან შეხვედრისგან განსხვავებით ორი ცვლილება განახორციელა - კნუდსენი და დისკვალიფიკაციამოხდილი პოულსენი ათამაშა.
მატჩის დასაწყისი კი მართლაც შთამბეჭდავი იყო, ჯერ იორგენსენმა გახსნა ანგარიში, შემდეგ მანძუკიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა, ამის მერე სლავები დაეუფლნენ ინიციატივას და შეუტიეს. მათ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში თამაში დაწყნარდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მატჩის სანახაობრივი მხარეც ვერ იყო სასურველი და დამატებითი დრო დაინიშნა.
დამატებით დროში კი მოდრიჩმა რებიჩი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მ. იორგენსენმა წააქცია, პენალტი კი მოდრიჩს შმეიხელმა აუღო.
თერტმეტმეტრიანების სერიაში ხორვატიამ იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
კვირა. 1 ივლისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 40 852 მაყურებელი
ხორვატია - დანია 1:1 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 მ. იორგენსენი (2), 1:1 მანძუკიჩი (4)
ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, სტრინიჩი (პივარიჩი 81), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი (კოვაჩიჩი 71), პერიშიჩი (კრამარიჩი 97) რებიჩი, მანძუკიჩი (ბადელი 108)
დანია: შმეიხელი, კიაერი, კნუდსენი, კრისტენსენი (შონე 46), მ. იორგენსენი, დალსგორი, დილეინი (კრონ-დელი 98), ერიკსენი, ბრეიტუეიტი (სისტო 106), პოულსენი, კორნელიუსი (ნ. იორგენსენი 66)
00:48 02-07-2018
მუნდიალი 2018: ხორვატიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია დანიას და რუსეთს შეხვდება [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბრავო შმეიხელს
5
0
არ იყო ღირსი ხორვატია გასულიყო ამ თამაშით...
4
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული