AS: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მთავარ მწვრთნელზე ჩამოყალიბდა

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა.

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ეს ადამიანი კიკე სანჩეს ფლორესია, რომელიც ბოლოს "ესპანიოლში" მუშაობდა.

ფლორესი ფედერაციის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მას საკმაო გამოცდილება გააჩნია, ნაკრებში საჭირო ცვლილებების განხორციელება შეუძლია და ამ დროისთვის უმუშევარია.

კიკე სანჩეს ფლორესი თავის დროზე "ხეტაფეს", "ვალენსიას", "ბენფიკას", მადრიდის "ატლეტიკოს", "ალ-აინს" და "უოტფორდს" წვრთნიდა.

გარდა ფლორესისა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილებიან: ლუის ენრიკე, რაფაელ ბენიტესი (ნიუკასლი), უნაი ემერი (არსენალი), მარსელინო გარსია ტორალი (ვალენსია) და რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრები).

რაც შეეხება ფერნანდო
იეროს, მოსალოდნელია, რომ ესპანელი სპეციალისტი ნაკრების თავკაცის პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ იერომ მთავარი მწვრთნელის ადგილი მუნდიალის დაწყებამდე ერთი ადრე, ხუან ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ დაიკავა. ლოპეტეგი "რეალის" მწვრთნელად დაინიშნა.

altსერხიო რამოსი: ყატარში ჭაღარა წვერით რომ მომიწიოს ჩასვლა, მაინც წავალ

altმუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცმა მაინც არ გაყიდოს თამაში რუსულ სისხლიან ფულზე...
status quo
19:41 02-07-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული