მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სრულიად დამსახურებულად სძლია მექსიკას 2:0 და მეოთხედფინალში გავიდა.
თითქმის ყველა ფავორიტი უკვე გავარდა ტურნირიდან და სახლში გაემგზავრა. ნუთუ იგივე ბედი ელის ბრაზილიასაც? - აი, კითხვა, რომელზეც ამ შეხვედრას უნდა გაეცა პასუხი. გასცა კიდეც.
მატჩის დაწყებისას სამარაში ტემპერატურა +34 გრადუსი იყო, რაც ფეხბურთელებს თამაშისას გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. თუმცა, ორივე გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, ეს მეტადრე მექსიკელებზე ითქმის, რომლებმაც დებიუტში სამი კუთხური მოაწოდეს. პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 26-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ნეიმარმა ფლანგზე ალვარესი მოატყუა, მაგრამ დარტყმული ბურთი ოჩოამ მოიგერია. ასევე არ დაანება გოლის გატანა მან ჟესუსს 33-ე წუთზე.
მოკლედ, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში კლასში სელესაოს უპირატესობა გამოიკვეთა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.
მეორე ტაიმი ბრაზილიელთა იერიშებით დაიწყო და კოუტინიოს დარტყმული ბურთი ოჩოამ უკუაგდო, შემდეგ კი ნეიმარმა კოხტა პასით ფლანგზე ვილიანი გაიყვანა, მის გადაცემულ ბურთს კი ნეიმარმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
მექსიკელთა მწვრთნელმა ხუან ოსორიომ უმალ მცველი ალვარესი შემტევი დოს სანტოსით შეცვალა, მერე კი ჩიჩარიტოს ნაცვლად მოედანზე ხიმენესი შეუშვა და 61-ე წუთზე აცტეკებმა როგორც იქნა, კარში ზუსტად დაარტყეს - ლოსანოს დარტყმული ბურთი კუთხურზე ალისონმა მოიგერია.
ბრაზილიელებსაც ჰქონდათ ორი შანსი (კოუტინიოს და ვილიანს) და კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო ოჩოა.
72-ე წუთზე პირითი ხაზის იქით ბურთის აღებისას ლაიუნმა ბუცი ნეიმარს კოჭ-წვივში ჩაარტყა და მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
მექსიკამ ვერაფრით ვერ მოახერხა მწვავე იერიშების ორგანიზება, კონტრშეტევა კი ნეიმარმა წამოიწყო და მისი გადაცემით შეცვლაზე შესულმა ფირმინომ 89-ე წუთზე მეორედ დაამწუხრა ოჩოა.
ორშაბათი. 2 ივლისი. სამარა. 41 970 მაყურებელი
ბრაზილია - მექსიკა 2:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (51), 2:0 ფირმინო (89)
ბრაზილია: ალისონი, მირანდა, ფილიპე ლუისი, ტიაგო სილვა, ფაგნერი, პაულინიო (ფერნანდინიო 80), კოუტინიო (ფირმინო 86), კაზემირო, ვილიანი (მარკინიოსი 90+1), ნეიმარი, ჟესუსი
მექსიკა: ოჩოა, მარკესი (ლაიუნი 46), აიალა, სალსედო, ალვარესი (დოს სანტოსი 56), გუარდადო, ერერა, გალიარდო, ველა, ჩიჩარიტო (ხიმენესი 60), ლოსანო
19:51 02-07-2018
მუნდიალი 2018: ბრაზილიამ მექსიკა დაჯაბნა და დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წელს თუ ბრაზილიამ მოიგო მსოფლიო მაშინ ოქროს ბურთი ნეიმარს. არ დაიწყოთ ასე და ისეო უდავოდ მარტო ნეიმარი თამაშობს ფეხბურთს
7
12
ვეთანხმები იმ აზრს,რომ თუ მსოფლიო ბრაზილიამ მოიგო ნეიმარს ეკუთვნის ოქროს ბურთი,მაგრამ ეგრე ინიესტასაც ეკუთვოდა და ვერ მოიგო,ვერ რა არ მისცეს. კი გასაგებია,რომ ბევრი ბურთი გაიტანა რონალდუმ ლიგაზე,მაგრამ რატო არავინ უფიქრდება შედეგს: უკვე წლებია რონალდუ და მესი სანაკრებო დონეზე ვერაფერს აკეთებენ,4 მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშეს და 6 გოლი აქვთ გატანილი,არცერთი ფლეიოფში. მესიმ 6 გოლიდან 3 ნიგერიას გაუტანა. არავინ დაობს,რომ ეს ორი მაგარი ფეხბურთელია,მაგრამ მარადონაც მაგარი იყო,პელეც და ზიდანიც,მივცეთ ისევ ოქროს ბურტები?! იგივე 2002 წელს ზიდანმა მოიგო ჩემპ. ლიგა და როალდომ მსოფლიო. თუ ამ ისტორიულ ფაქტს გავითვალისწინებთ ნეიმარს ეკუთვნის,თუ მოიგებს მსოფლიოს.მე არ მჯერა,რომ ნეიმარი მოიგებს მსოფლიოს და ავტომატურად ოქროს ბურთსაც,რადგან მსოფლიო ფეხბურთში ბარდაგია
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული