"ღმერთო ჩემო, ნეიმარს მექსიკასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს. ფიფამ მის საქციელს უნდა მიაქციოს ყურადღება. მის საქციელს სამარცხვინოს ვუწოდებ და მეტს არაფერს.
მექსიკელების მწვრთნელი ნეიმარის ოსტატობამ და მსახიობობამ გააბრაზა
ის ყველას აღიზიანებს. თითქოს კვდებოდა, ვიფიქრე საკაცით გაიყვანენ, სასწრაფო დახმარების ავტომობილით წაიყვანენ და ფეხბურთში აღარ ვიხილავდით.
მივმართავ ფიფას: ეს ის არაა,
ნეიმარს უნდა ყურადღება მიიქციოს, ამას ბავშვები უყურებენ. პირველად გააფრთხილეთ ნეიმარი, მერე კი გააძევეთ. ჭკუა უნდა ვასწავლოთ.
მატჩის შემდეგ, როდესაც კამერა მის გამოსახულებას "იჭერს", ყველაფერს აკეთებს ყურადღების მისაქცევად. არ მინდა, ის ფეხბურთში იყოს. მისი ყურება შეუძლებელია. მეტოქეებისთვის ბარათების "ასაკიდებლად" თამაშობს.
რონალდო ამას "მანჩესტერში" უცბად გადაეჩვია. ახალგაზრდა იყო და მიხვდა, ასე თამაში არ შეიძლება. მას კარგი მწვრთნელი ჰყავდა - სერ ალექს ფერგიუსონი.
გინახავთ ლეო მესი და ჰარი კეინი ასე მოქცეულიყვნენ? არა".
ნეიმარი მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ კლუბში კარვახალისა და სარაბიას თანაგუნდელი იყო
პ. ს. დავით ყიფიანს 1982წელს ვინმე ანხელმა ფეხი მოტეხა, რის მერეც ამ დიდმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა ბოლომდე გამოჯანმრთელება და დაანება ფეხბურთს თავი... ის ანხელი კი კიდევ დიდხანს თამაშობდა და ამტვრევდა ტექნიკურ ფეხბურთელებს, სხვათა შორის იმ თამაშში არბიტრს არც კი გაუფრთხილებია