მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიელთა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა თქვა, რომ ნახევარმცველ ხამესის ტრავმა სერიოზული არაა და ალბათ, ათამაშებდა, ვერ ათამაშა და როდრიგესის არყოფნა ძალიან დაეტყო მის გუნდს. სამხრეთამერიკელებმა თავიდანვე უკან დაიხიეს და თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე ააგეს. სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, სადღაც შუა პირველ ტაიმში თამაშიც გათანაბრდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შესვენების შემდეგ არაფერი არ შეიცვალა, ინგლისი უტევდა, ოღონდ არა უკანმოუხედავად, კოლუმბია ორგანიზებულად იცავდა თავს და 57-ე წუთზე სანჩესმა კეინზე პენალტი აიკიდა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
ფაუსტინო ასპრილია: ძალიან ძნელია გაიმარჯვო, როდესაც მსაჯი ინგლისის დედოფლისთვის თამაშობს
ამის შემდეგ მატჩი კიდევ უფრო დაიძაბა, ნერვული ხასიათი მიიღო, სამხრეთამერიკელებმა ერთი მეორის მიყოლებით მიიღეს ყვითელი ბარათები, პეკერმანმა შეტევის გასაძლიერებლად შეცვლაზე ლერმას ნაცვლად ბაკა შეუშვა. დრო გადიოდა, კოლუმბია კი იერიშების ორგანიზებას ვერაფრით ვერ ახერხებდა.
ბოლოს პეკერმანის გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, კომპენსირებულ დროში პიკფორდმა ურიბეს დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ მინამ ანგარიში გაათანაბრა. "ბარსელონას" მცველმა ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა და დამატებითი დრო დაინიშნა.
ექსტრა ტაიმში გოლი აღარ გასულა, პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა იმარჯვეს.
სამშაბათი. 3 ივლისი. მოსკოვი. "ოტკრიტიე არენა". 44 190 მაყურებელი
კოლუმბია - ინგლისი 1:1 (პენ 3:4)
გოლები: 0:1 კეინი (58, პენ), მინა (90+3)
კოლუმბია: ოსპინა, არიასი (ზაპატა 116) , მინა, დ. სანჩესი, ბარიოსი, კ. სანჩესი (ურიბე 79), კუადრადო, ლერმა (ბაკა 61), კინტერო (მურიელი 88), ფალკაო
ჯორდან პიკფორდი: კოლუმბიელების პენალტების დარტყმები შესწავლილი მქონდა
რადამელ ფალკაო: ამერიკელი მსაჯი მიკერძოებული და სამარცხვინო იყო
გარეთ საუტგეითმა თავისი ფეხბურთელების სიმულანტობა აღიარა
ინგლისელმა და კოლუმბიელმა ფანებმა მოსკოვის მეტროში იჩხუბეს [VIDEO]
ჯორდან პიკფორდი: კოლუმბიელების პენალტების დარტყმები შესწავლილი მქონდა