
ინგლისისა და კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის პირველ ტაიმში ტრიბუნაზე ოპერატორებმა საინტერესო ქომაგი შეამჩნიეს.
გოგონას ხელში ფურცელი ეჭირა, სადაც ეწერა:
"ჯონ, კატას აჭამე. 2 კვირაში დავბრუნდები. მიყვარხარ".
როგორც ჩანს, ინგლისელი გულშემატკივარი დარწმუნებული იყო, რომ ინგლისი შემდეგ ეტაპზე გავიდოდა. მეტიც, მას ჰგონია, რომ ინგლისი ფინალში გავა, რადგან მუნდიალი ზუსტად 2 კვირაში მთავრდება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა პენალტების სერიაში კოლუმბიას 4:3 მოუგო. მეოთხედფინალში ინგლისელები შვედეთს შეხვდებიან.

