ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი პელეს დონეს ვერასდროს მიაღწევს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

"ბრაზილიელებმა ვიცით, ჯერ არსებობს პელე და შემდეგ უკვე სხვები. ფეხბურთელი შესაძლოა იყოს ძლიერი, ჰქონდეს ტექნიკა, მაგრამ პელეს მემკვიდრე არ ჰყავს და არავის შეუძლია მის დონეს მიაღწიოს", - აღნიშნა სკოლარიმ.

პელე 17 წლის იყო, როდესაც 1958 წელს შვედეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, ნეიმარი კი 26 წლისაა. მას 2014 წლის მუნდიალზე 1/4-ფინალურ შეხვედრაში გერმანიასთან ტრავმის გამო არ უთამაშია, გუშინ კი მისი ბრაზილიის ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა.

სკოლარის ასევე ჰკითხეს, თუ არის ნეიმარი ლიონელ
მესისა და კრიშტიანო რონალდოს დონეზე.

"ბარსელონაში ნეიმარი ძალიან განვითარდა და მაღალ დონეს მიაღწია. ის სწორ გზაზეა და ჯერ კიდევ დრო სჭირდება. შესაძლოა, 1-2 წელში მისი სახით სულ სხვა ფეხბურთელი ვიხილოთ", - აღნიშნა სკოლარიმ.

altმუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიაც დაემშვიდობა [VIDEO]

altტიბო კურტუა: ვიცოდი, ნეიმარი როგორც დაარტყამდა ბურთს

altრამდენი წუთი იყო ნეიმარი მინდორზე წამოწოლილი მუნდიალის მატჩებში

altყაზანის მერი: თუ ნეიმარი ბელგიასთან ჰეთ-თრიქს შეასრულებს...

altტომა მენე: არ ვიცი, ნეიმარი როგორ გავანეიტრალო

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეიმარმა შეცდომა დაუშვა ბარსელონადან რო წავიდა
toka
10 ივლისი 2018 13:44
0
დავით ყიფიანი და გიო ქინქლაძე
გრაფი
10 ივლისი 2018 02:36
0
აბსოლიტურად ვეთანხმები ფეხბურთის უდიდეს სპეციალისტს, სკოლარს. პელეს ძალიან ბევრი თამაშები მინახავს, ტელევიზიით და კინოფირებით. ის მართლაც ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, უდაოდ უდიდესი ფეხბურთელები იყვნენ და არიან, მარადონა, ჟაირზინიო, მესი, რონალდო, რონალდუ, ეუსებიო, კრუიფი, გარინჩა. თითონ ბრაზილიელები პელეს კი არ უტოლებენ, კიდეც ამჯობინებენ გარინჩას. დაუმატებდი კიდევ, რომ ევროპის სტადიონები სკანდირინებდნენ მესხის გვარს. მითხარით,რომელი ფეხბურთელის გვარს გაჰყვიროდნენ, ან გაჰყვირიან დღეს სტადიონებზე. მაგრამ მე მეორე ადგილს რა თქმა უნდა, პელეს შემდეგ მივანიჭებდი ფეხბურთის გენიას, ედუარდ სტრელცოვს და ვთხოვ ძველი თაობის ფეხბურთის მოყვარულებს გამომეხმაურონ. ასევე, შესანიშნავი ყოფილა დი-სტეფანო, რომლის თამაში მე არ მახსოვს. მოწიწებით, ფეხბურთის ყველა მოყვარულებს.
გიორგი. ფეხბურთის ქომაგი 1954 წლიდან
07 ივლისი 2018 18:24
3
რასაც ეფ ფანტაზიორობას ანდომებს და ასრულებს,იმენერგიას თუ მხოლოდ თამაშს მოახმარს უდაოდ ნიჭიერია..პ.ს. თუ ჯანმრთელობა არ შეელახა(ტრავმებს ვგულისხმობ)(ან თავში თუარ აუარდა)მბაპე იქნება ნეიმარზეც,რონალდოზეც და მესიზეც მაგარი (ანათემას ნუგადამცემთ)))ეგ ჩემი პირადი აზრია)
euhh
07 ივლისი 2018 17:30
2
7-1
სკოლარის
07 ივლისი 2018 16:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული