ტიბო კურტუა: ვიცოდი, ნეიმარი როგორც დაარტყამდა ბურთს

AutoSharing Option
ბრაზილიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბელგიის ნაკრების მეკარემ ტიბო კურტუამ. მან 9-ჯერ მოიგერია ბურთი. ნამატჩევს მან შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა.

"გვინდოდა ინგლისის დამარცხება და შესაძლოა, ურთულესი ბადე ავირჩიეთ, მაგრამ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ნებისმიერის ძლევა შეგვიძლია. ვფიქრობ, წელს უსამართლოდ მაკრიტიკებდნენ. დღეს დავამტკიცე, რატომაც ვარ აქ. მიხარია.

ნეიმარის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება? ვიცოდი, როგორც დაარტყამდა და წინასწარ განვსაზღვრე ყველაფერი. ჩემის აზრით, კ
არგი ნახტომი გამომივიდა.

არასოდეს დამიცინავს პიკფორდი სიმაღლის გამო. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ჩვენთან მატჩში იმ გოლს მე არ გავიშვებდი, რადგან მაღალი ვარ".

altმუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიაც დაემშვიდობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული