გერმანიის ნაკრები უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.
სამწუხაროდ, საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარა ლონდონის "არსენალის" მეკარე ბერნ ლენო, რომელიც იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდში არ გამოიძახა. ლენო ძალიან დამწუხრებული იყო ამ ფაქტით, თუმცა ფეხბურთელს მოწყენის საშუალება მისმა მეგობარმა გოგონამ არ მისცა.
მეკარის რჩეულია 21 წლის სოფი კრისტინი, რომელმაც ლენოს მუნდიალზე არყოფნის წუხილი დაავიწყა.