მუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ დამატებით დროში ინგლისს 2:1 სძლია და ფინალში საფრანგეთს შეხვდება.

უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის

კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გატანილმა გოლმა სლავების თამაში გარდასახა, ისინი ინიციატივას დაეუფლნენ და პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ექტრა ტაიმი დაინიშნა. ეს ხორვატებისთვის ზედიზედ მესამე ექსტრა ტაიმი გახლდათ.

დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.



altგარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

 


ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი

altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

 

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 65 /
მამლებო მოვდივართ ხორვატია ჩემპიონ
ვიდა
12 ივლისი 2018 03:02
3
ფაშისტ უსტაშებს როგორ ბალელშიკობთ ??? მართლმადიდებლების პირველი მტერია ხორვატი..
Vakhtang Lobzhanidze
12 ივლისი 2018 04:48
18
მე პირადად, რომ მცოდნოდა ხორვატია ფინალში გავიდოდა, იმ ჩემპიონატს საერთოდ არ ვუყურებდი.
ირაკლი
12 ივლისი 2018 02:26
26
გაძლევ უფლებას, რომ არ უყურო ფინალს :).
რიზა
12 ივლისი 2018 04:19
1
სხვათა შორის მაგ ვიდამ და მთელმა ხოვატიის ნაკრებმა სულ ბოდიშები და მადლობები უხადეს რუსეთს!
keta
12 ივლისი 2018 11:21
7
მარტო ნაკრებს კი არა, გულშემატკივრებს რუსეთის სამადლობელი უზარმაზარი ბანერი ჰქონდათ გადაჭიმული სტადიონზე, ეს ჩვენი ურაპატრიოტები გამომივიდნენ რომის პაპზე დიდი კათოლიკეები.
2018 ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონი
12 ივლისი 2018 13:15
3
საფრანგეთი საუკეთესოა! მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთია!
ლევანი
12 ივლისი 2018 11:04
5
საერთოდ ვგულშემატკივრობ ჩვენნაირ პატარა ქვეყნის ნაკრებებს, მათ შორის ხორვატიას,მაგრამ ფინალში გასვლა ასეთი თამაშებით,უფრო სწორად რომ ვთქვათ ჭიდაობით...
ასეთ მდარე ხარისხის ჩემპიონატი არ მახსენდება
ნიკოლოზ
12 ივლისი 2018 10:12
2
ხორვატიის მოსახლეობა დაახლოვებით 4,2 მილიონს შეადგენს. ალბათ მიხვდებოდით , რისი თქმაც მინდა.
giorgi
12 ივლისი 2018 10:42
2
კიდევ კარგი,რომ ფინალში ინგლისი ვერ გავიდა.საფრანგეთის ნაკრები მთელი თავით მაღლა დგას ინგლისის ნაკრებზე. აბა მაშინ გენახათ ინგლისელების საცოდაობა და შერცხვენა.პრემიერლიგა ძალიან ძლიერი ლიგაა, მაგრამ იქ ამინდს ის კლუბები ქმნიან ვისაც ძლიერი ლეგიონერები ყავთ.ინგლისელი ფეხბურთელები მეორე პლანზე არიან(არ ვგულისხმობ კეინს).
ორიოდე სიტყვით კომენტატორებზე.უმეტესობა ფეხბურთის გაგებაში არ არის და ვისაც ესმის(დარსაძე, ყაველაშვილი) მასაც არ აცდის საუბარს
gigo
12 ივლისი 2018 10:23
1
საფრანგეთი ჩემპიონია,მბაპე საუკეთესოა!
FRANCE CHAMPION
12 ივლისი 2018 10:01
6
ხორვატია შეიძლება არაა ცუდი გუნდი, მაგრამ ასეთი სიხარული რატომ გამოიწვია ქართველებში უსტაშების გამარჯვებამ საერთოდ არ მესმის...ალბათ ისტორიის არ ცოდნამ. ხორვატები მართლმადიდებლების პირველი მტერია! ის რაც ამათმა მეორე მსოფლიო ომის დროს აკეთეს "სს" ის ოფიცრებსაც კი აკვირვებდათ. ლოზუნგი ქონდათ " მართლმადიდებლების მესამედს ამოვხოცავთ, მესამედს გავყრით ქვეყნიდან და მესამედს კიდე კათოლიკეებად მოვნათლავთ"
Vakhtang Lobzhanidze
12 ივლისი 2018 04:41
22
კაი ერთი, ეტყობა რუსები გიყვარს მეტად, რუსეთი ხომ მართლმადიდებლობის დამცველი და მესამე ბიზანტიაა, ამიტომ გგონია რომ გენერალი ვლასოვი ხორვატი იყო...თუმცა ვლასოვი და მისი არმია რას წარმოადგენდა საიდან უნდა იცოდე? "სატო" უსტაშების ისტორია შეგასწავლეს ექსპრომტად :))))
უყურე შენ?
12 ივლისი 2018 08:27
2
აქ ფეხბურთზეა ბიძიკო ლაპარაკი და არა პოლიტიკაზე....და ისე,ნუ გვაბოლებ შენი ჭკუით და მართლმადიდებლების პირველ მტერზე თუ ლაპარაკობ,აგერ საფიჩხიის ცენტრში ეკლესია ბიბლიოთეკად რო იყო გადაკეთებული,სხვა ეკლესიების გუმბათებს და ზარებს რო დიდი ზარზეიმით აგდებდნდენ და საერთოდ ღმერთის ხსენების უფლება არ ქონდა ხალხს,ხორვატებმა ქნეს ესეც?????...მე გეტყვი,კომუნისტებმა გააკეთეს ბატონო,და 90% საქართველოში ამის ჩამდენი და ამკრძალავი ქართველი იყო.ხოდა ბიძიკო,სანამ სხვებზე დეიწყებდა ცოდვების გადაბრალებას,ჩვენი მევინანიოთ ჯერ.....ეკუთვნოდა ხორვატიას და გავიდა,მიხარია და თუ ფრანგებსაც მოუგებს კიდო,იგიც გამიხარდება!!
vaxtangi-ს
12 ივლისი 2018 10:12
1
არგენტინას თუ არ ჩავთვლით, ხორვატიას რეალურად დიდი ბრძოლა არავისთან ქონია. შეხვდა დანიას, რუსეთს და სერიოზული ბრძოლა ინგლისთან და ფინალშია. არალოგიკურია. ამიტომაც უნდა დააქვეითონ მართლაც ევროპის მეორე და მესამე ნაკრებები. ამის მაგივრად შეხვდებოდა ხორვატია ბრაზილიას, მექსიკას, არგენტინას. ნიგერიასთან 94 წუთში რომ გუნდი პირველად დაარტყავს კარებში რაუნდა იმ გუნდს ფინალში?
111
12 ივლისი 2018 02:07
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული