მუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ დამატებით დროში ინგლისს 2:1 სძლია და ფინალში საფრანგეთს შეხვდება.

უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის

კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გატანილმა გოლმა სლავების თამაში გარდასახა, ისინი ინიციატივას დაეუფლნენ და პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ექტრა ტაიმი დაინიშნა. ეს ხორვატებისთვის ზედიზედ მესამე ექსტრა ტაიმი გახლდათ.

დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.



altგარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

 


ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი

altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

 

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 65 /
თუ ისლანდია ამარცხებს ხორვატიას, იტოვებს ჯგუფში, რატომ არ უნდა ქონდეთ პრეტენზია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშონ?
1111
12 ივლისი 2018 02:26
2
იყო შანსი, რომ ხორვატიის მაგივრად მსოფლიოზე თურქეთი გასულიყო და ხორვატიაზე ნაკლები გუნდი ნამდვილად არ ყავთ, ნეტა ისინი რას გააკეთებდნენ, ალბათ ფინალში იქნებოდნენ?
ემზარა
12 ივლისი 2018 01:48
8
ჰოთ დოგი მიართვეს საფრანგეთს ფინალში. გუნდს რომელსაც ისლანდია ჯგუფში ჩატოვებს რა უნდა ფინალში? არ უნდა მეყურებინა ამ ჩემპიონატისთვის.
1234
12 ივლისი 2018 00:40
20
მშვენიერი აზრი იქნებოდა, რომ მსოფლიოზე ერთ ჯგუფში ყოფილიყვნენ: ერთი ამერიკის, ერთი ევროპის, ერთი აზიის და ერთიც ან აფრიკის, ან წყნარი ოკეანის გუნდი და ვნახავდით რამდენი ევროპული გუნდი გავიდოდა მეოთხედ ფინალამდეც კი. მაგალითად: ა ჯგუფი ბრაზილია ხორვატია ნიგერია ავსტრალია
ბ ჯგუფი არგენტინა საფრანგეთი კოტ დევუარი იაპონია და ა.შ
12
12 ივლისი 2018 01:58
10
არგენტინა არ ყავდა ხორვატიას ჯგუფში 3-0 რო მოუგო?
Giorgi
12 ივლისი 2018 02:10
0
სწორედ ამიტომ უნდა ფიფამ ჯჯგუფში მხოლოდ პირველ ადგილოსანი დაუშვას მსოფლიოზე და არა მეორე და მესამე გუნდი. საზიზღრობა ხდება ნელა–ნელა მსოფლიოს ყურება. დაუშვებელია 15 ევროპული ნაკრები და 4 ამერიკული. თან ერთმანეთში რომ ათამაშებენ. ასეთ უაზრობებს მიიღებენ ყოველთვის. ბრაზილია, ესპანეთი, ჰოლანდია, იტალია, არგენტინა,გერმანია და ხორვატიაა ფინალში. რაღაც უნდა იმოქმედონ.
12
12 ივლისი 2018 01:19
18
და ხორვატია უფრო ძლიერი როა ინგლისზე და არგენტინაზე რატო არ უნდა გავიდეს ფინალში ხორვატია? და რატო უნდა გავიდეს უფრო სუსტი არგენტინა და ინგლისი ფინალში?
Giorgi
12 ივლისი 2018 01:36
2
ასე სწრაფად სტატიის დადება არ გამიგია
ხატია
12 ივლისი 2018 00:47
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული